გაშიფრე წარმატების კოდი


Feng Shui Philosophy with Irine Aghapishvili


ჩვენი პრაქტიკები

ჩვენი კომპეტენციაა ჩინური მეტაფიზიკის 3 მიმართულება:

ფენ შუი • ბა ძი • ცი მენ დუნ ძია

ფენ შუი

ბედნიერებისა და კეთილდღეობის ხელოვნება
სიტყვასიტყვით, ფენ შუი „ქარი და წყალია“ — სივრცის სიმბოლური ათვისების პრაქტიკა. ფენ შუის დახმარებით შეგიძლიათ აირჩიოთ ადგილი სახლის ასაშენებლად ან დასაკრძალად, დაგეგმოთ ნაკვეთი, ბინა, საინვესტიციო ობიექტი; ერთი სიტყვით, თქვენი ტრიადის 33% ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის მოაწყოთ!
ფენ შუის მიზანია ენერგია „ცი“-ს ხელსაყრელი ნაკადების პოვნა და მათი ადამიანის სასარგებლოდ გამოყენება.

ბა ძი

ბედისწერის რუკა
„ბედისწერის ოთხი სვეტი“ (ბა ძი) არის ძველი ჩინური წინასწარმეტყველების მეთოდი, რომელიც 5 ელემენტის ურთიერთქმედებას ეფუძნება. ის საშუალებას იძლევა, ადამიანის დაბადების თარიღის მიხედვით შეიქმნას „ენერგეტიკული რუკა“ ანუ „ბედისწერის რუკა“ და მოხდეს მისი ცხოვრების ანალიზი.
ბა ძი-ს რუკა შეიცავს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, რათა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების კურსი და იპოვოთ იღბალის კოდი!

ცი მენ დუნ ძია

ხელოვნება შეცვალო ბედი
„სასწაულებრივი ბჭეები“ ანუ ომის ხელოვნება არის ძველჩინური ტექნიკა, რომელიც ენერგია „ცი“-ს ხელსაყრელი განაწილების გამოთვლას ეფუძნება დროში და სივრცეში.
ცი მენი საშუალებას იძლევა, შეიცნოთ ადამიანთა ქმედებების საიდუმლო მნიშვნელობა და წინასწარ განსაზღვროთ მოვლენების წარმატებული განვითარება. ცი მენის პროგნოზის გაცნობით, შესაძლებელია ძალთა განლაგების და მოვლენათა ხელსაყრელი მსვლელობის დანახვა.

ეს არის ხელოვნება, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ შეიმუშაოთ სტრატეგია და მიიღოთ გადაწყვეტილებები, მიიღოთ პასუხი დასმულ შეკითხვაზე და ყოველთვის ნაკადში იმოძრაოთ!

მოგვწერეთ, დაგვირეკეთ და გვესტუმრეთ.

ჩვენ ერთად გავხსნით გზას წარმოუდგენელი შთაგონებისკენ!


ფენ შუი ფილოსოფის ირინე აღაპიშვილთან
მობ & What's app: +995 555 200 289
ელ. ფოსტა: irine.aghapishvili@gmail.com