სექსუალური ენერგია ადამიანის სასიცოცხლო ძალის საფუძველია. სწორედ აქედან იბადება ხელოვნება, კრეატიული იდეები და ის განსაკუთრებული ნაპერწკალი თვალებში, რომლითაც ყველაფერი დიდი იწყება.
ეს ენერგია გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე — თვითრწმენიდან ფინანსურ წარმატებამდე. ღამით დანთებული სანთელი აძლიერებს თქვენს შინაგან მიზიდულობას, ვნებას, პოტენციალსა და სიამოვნების მიღების უნარს.
გამოყენების ირინე აღაპიშვილის საავტორო მეთოდი "3ა":
1ა ↠ აქტივაცია • აიღეთ სანთელი ხელებში, ინტენსიურად დაათბეთ იგი ხელისგულებს შორის ხახუნით, რათა გააღვიძოთ მასში არსებული პროგრამების ენერგია. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ ივსება თქვენი სხეული მძლავრი, წითელი ნათებით.
• მოათავსეთ სანთელი საძინებლის სამხრეთ-დასავლეთ (სიყვარულის, დაწყვილებისა და რომანტიკის) სექტორში.
2ა ↠ ანთება სანთლის "SEX ენერგია და ვნება" ანთების 3 ვარიაცია თქვენი მიზნისთვის:
ვნების გასაძლიერებლად: აანთეთ სანთელი ძილის წინ ან პარტნიორთან შეხვედრამდე. უყურეთ ალს რამდენიმე წამი და მიეცით ცეცხლს უფლება გააღვიძოს თქვენი დაფარული სურვილები.
შინაგანი მაგნიტიზმის გაძლიერებისთვის: ენერგიის მუდმივი დინებისთვის, აანთეთ სანთელი ყოველ პარასკევს (ვენერას დღეს) დღის განმავლობაში ან თქვენთვის სასურველ დროს.
მაქსიმალური შედეგისთვის: აანთეთ სანთელი აქტივაციების კალენდრის მიხედვით. ეს არის ინდივიდუალურად, თქვენი მიზნისთვის შერჩეული თარიღი, დრო და ადგილი, რაც მრავალჯერ ზრდის რიტუალის ძალას.
ყოველდღიური მხარდაჭერისთვის: შემოუერთდით ჩვენს სოციალურ ქსელებს (ბმულები მოცემულია ქვემოთ 👇), სადაც რეგულარულად ვაქვეყნებთ უნიკალურ ტექნიკებს და უახლოესი აქტივაციების თარიღებს. იყავით მუდმივად ენერგიების ნაკადში ჩვენთან ერთად!